საქართველოში წუხელ, 04:09 საათზე მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლთან, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 40 კმ-ში დაფიქსირდა.
სეისმოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.