დღეს, 28 მაისს,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განთავისუფლების მოთხოვნით აქცია გიმართება. ამის შესახებ ,,ნაციონალურიო მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ორ საათზე საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება ვანო მერაბიშვილის განთავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.