ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესს ავირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ცხელი ხაზის აქტივიზაციის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა ინფორმაციის გაცვლას დიცის ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართების აგებასთან დაკავშირებით.
"გადაადგილების თავისუფლება არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატრული მაშინვე გაგზავნილ იქნა ადგილზე ამ ფაქტის დასადასტურებლად და მოვლენების დაკვირვების მიზნით. ამ საკითხს ალბათ განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შემდეგ შეხვედრაზე, 31 მაისს", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.