სოფელ დიცში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჩასვლას ინციდენტი მოჰყვა.
ადგილზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები – გიგი წერეთელი და გივი თარგამაძე იმყოფებოდნენ და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს. მათ ჩასვლას ადგილობრივ მოსახლეობასთან მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
"რა ნამუსით მოდიხართ აქ?", "დასალევი წყალი გვენატრება, სად იყავით აქამდე?!", "დატოვეთ სოფელი", _ მიმართავდნენ მათ ადგილობრივები.
"ამ ადამიანების გაღიზიანებაც მესმის. ამდენი წელია, საფუძველი აქვთ ასეთი გაღიზიანების. ახლა კონკრეტულად პრობლემა იქნება ის, რომ სარწყავი ნაგებობები დარჩება საოკუპაციო ხაზს მიღმა და ეს დამატებით პრობლემებს შემქნის", - განაცხადა გივი თარგამაძემ.