"ყაზტრანსგაზ თბილისის" ყაზახური მხარისთვის გადაცემის საკითხზე ორმხრივი კომისია იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის , კახა კალაძის ასტანაში ვიზიტისას იქნა მიღებული.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, კახა კალაძე დღეს ყაზახ კოლეგას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ კალაძემ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კომპანიის გადაცემის და არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს.
ქართულ ბაზარზე დარჩენის სურვილი დღეს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მინისტრმა და კომპანია "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლებაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისთან" დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მათი მხრიდან სამომავლოდ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება.
ამასთან, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სერიკ ახმეტოვმა განაცხადა, პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია, ხოლო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შუწყობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება "ყაზტრანსგაზ თბილისის" ვალთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას და კომპანიის მენეჯმენტის ჩანაცვლებას, თუმცა, მხარეები იმედოვნებენ, რომ ეს ახლო მომავალში მოხდება.
კახა კალაძის ვიზიტი ასტანაში დღეს დასრულდა. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი ყაზახეთს 10-11 ივნისს ეწვევა, რა დროსაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.