14 აგვისტოს მედიამ ვიკილიქსზე დაყრდნობით გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის კონ ტეფტისა და დღევანდელი აფხაზეთის უკვე პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის საუბრის დეტალები, რომელიც 2005 წელს გაიმართა. დღეს კი როდესაც ალექსანდრე ანქვაბი უკვე თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტია აღნიშნული საუბრის შინაარსი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.ჩვენს სიუჟეტში ერთ კონკრეტულ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვეცდებით ეს თემა მაყურებლისთვის მაქსიმალურად გავშალოთ.„…Анкваб предложил расширение связи между Грузией и Абхазией в экономических вопросах, в вопросах железной дороги и в других экономических проектах….”ალექსანდრე ანქვაბი 2005 წელი.
ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ აფხაზეთის გავლით სოჭი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაზე საუბარი აქტიურად დაიწყო. თბილისსა და მოსკოვში შედგა რამდენიმე შეხვედრა. შეხვედრებს თვითაღიარებული აფხაზეთის, ოფიციალური თბილისის, რუსეთისა და სომხეთის შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თუმცა საუბარი თემაზე მალევე შეწყდა.“Мы не говорим о том, что железная дорога не может эксплуатироваться совместно с российской стороны. Но это собственность, принадлежащая Абхазии”რაულ ხაჯინბა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ 2011 წლის 14 აგვისტო.
ალექსანდრე ანქვაბისა და ხაჯინბას საუბრების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღევანდელ აფხაზეთში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარების პირობებში აფხაზები კარგად აცნობიერებენ საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ამ კონტექსტში რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაჯინბას მხრიდან ხაზგასმა, რომ რკინიგზა აფხაზეთის საკუთრებაა… იქნებ იმას, რომ აფხაზურ მხარეს რეალურად სურს, მაგრამ საქართველოსთან ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების და კონკრეტულად სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაში სწორედ რუსული ფაქტორი უშლის ხელს? თუმცა ეს საუბრის კიდევ სხვა თემაა…
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთის რკინიგზამ სწრაფი ტემპით განაახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალების აღდგენა/რეაბილიტაცია. მსგავსი სამუშაოები რუსეთის დახმარებით 2008 წლამდეც ხორციელდებოდა, თუმცა მას ისეთი მასშტაბები არ ჰქონია როგორც ამჟამად. და რაც მთავარია ეს პროცესი აფხაზური მხარისთვის ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველია.რუსეთის რკინიგზის მიერ ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალების აღდგენასთან ერთად უნდა განხორციელდეს შემოვლითი გზები, ჩიხების და შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება.დიდი ალბათობით აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია ემსახურებოდეს როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან მიზნებს. მოკლევადიან პერიოდში რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მესაზღვსავარაუდოდ სამხედრო მიზნებს ემსაურება.
იქიდან გამომდინარე რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რეთა კონტიგენტი, მათ მოსამარაგებლად სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის ხაზების მიყვანას მათი განთავსების ადგილებამდე. განსაკუთრებით კი ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, სადაც ძირითადად განტავსებულია და მომავალში დამატებით განთავსდება რუსული ქვედანაყოფები. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ტვირთების გადატანისთვის რუსეთისთვის ძალზე ტრადიციულია და აპრობირებული სამხედრო ეშელონების გამოყენება. თუ რუსეთი მომავალში შეეცდება სამხედრო აგრესიის წამოწყებას საქართველოს წინააღმდეგ, რაც მათთვის საქართველოზე კონტროლის მოპოვების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად განიხილება, რუსეთი ადვილად და სწრაფად შეძლებს დამატებითი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადმოსროლას გალი-ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
სამხედრო დატვირთვის გარდა შესაძლებელია რუსეთი გეგმავდეს, რომ აფხაზურ სარკინიგზო ჩიხს სატვირთო გადაზიდვების დანიშნულება შესძინოს. კერძოდ შესაძლებელია, რომ მოხდეს სოხუმის და ოჩამჩირის პორტების განვითარება და მათი სატვირთო პორტებად გამოყენება, საიდანაც მოხდება რუსეთიდან სხვადასხვა დანიშნულების ტვირთების ექსპორტი, რომელთამიტანა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან აფხაზურ პორტებამდე სწორედ რკინიგზის მეშვეობით განხორციელდება.თუმცა ეს უკანასკნელი გრძელვადიან პროექტთა რიცხვში შეიძლება შევიტანოთ, რადგან სოხუმსა და ოჩამჩირის პორტების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება. ამჟამად სოხუმისა და ოჩამჩირის პორტები წარმოადგენენ დახურულ პორტებს ნაოსნობისთვის.
აქვე აღსანიშნავია რომ რუსეთი რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენას განიხილავს სხვა უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტის ჭრილში, რითაც თავის მხრივ განსაკუთრებით სომხეთია დაინტერესებული. საკითხი ეხება, რუსეთიდან სომხეთამდე საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.როგორც რუსეთისთვის ისე სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროექტის განხორციელებას, რადგან იგი ხელს შეუწყობს, გააიოლებს და გააიაფებს სხვადასხვა დანიშნულების ტვრთების შეტანას სომხეთის ტერიტორიაზე. მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და ტვირთების მიწოდებას, როგორც სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის, ისე გიუმრიში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზისთვის, რომელთა ტრანსპორტირება რუსეთიდან სომხეთში საჰაერო გზით დიდი მასშტაბებით ვერ ხორციელდება.ასევე, აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულით რუსეთი შეძლებს შემდგომში ირანთან სარკინიგზო მიმოსვლის დამყარებას, რაც მის გეგმებსა და ამოცანებში წესით უნდა შედიოდეს.
ამ კონტექსტში საინტერესოა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის განცხადება იმის შესახებ რომ მოლაპარაკებები სომხეთი-ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე ირანულ მხარესთან ისევ განახლდა. და იქვე დაამატა რომ თემის გარშემო ასევე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს რუსულ და ირანულ მხარეებს შორის. როგორც ცნობილია სომხეთის რკინიგზა ჯერ კიდევ 2008 წელს მართვაში გადაეცა რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას.ზემოაღნიშნულიდან ცხადია რომ აფხაზეთში მიმდინარე სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაცია წარმოადგენს მოსამზადებელ სამუშაოს, რათა რუსეთმა საქართველოში მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის მოპოვების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში მოახერხოს საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება.
განმარტება:„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“