ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში და დემოკრატიული რეფორმების მტკივნეული გზა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცა euobserver-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სტატიას.
უცლელად გთავაზობთ წერილის თარგმანს, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
"გასულ პარასკევს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ლგბტ აქტივისტების მცირერიცხოვან თავყრილობას 20000-კაციანი საპროტესტო მსვლელობა დაუხვდა, რის გამოც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაერიდებინათ ისინი დაპირისპირების ადგილიდან. გარდა იმისა, რომ ამ ძალადობრივმა დაპირისპირებამ ცხადყოწინააღმდეგობა, რომელიც საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის არსებობს, მან ისიც დაგვანახა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობსცვლილებები.
ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის უეკლო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ უღალატებს თავის დაპირებასდა უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეძრწუნებული ვარ 17 მაისს მომხდარი მოვლენების გამო. ეს იყო უხამსობა, რომელიც არ შეშვენის შემწყნარებლობის ეროვნულ და ქრისტიანულ ტრადიციებს საქართველოში. დემონსტრაციების ზოგიერთი მონაწილის მიერ ჩადენილ ძალადობას, პოლიციელთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ჩათვლით, ვერაფერი გაამართლებს. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს გამოძიება ყველა დამნაშავის სამართალში მიცემის უზრუნველსაყოფად. იყო სასულიერო პირი, – ეს არ არისალიბი. დაისჯება ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი, მოუწოდა ძალადობისაკენ ან მიიღო მასში მონაწილეობა.
მადლობას მოვახსენებ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ საქმეში მხარდაჭერისთვის, მათ შორის -- თომას ჰამარბერგს (ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს), რომელიც იმყოფება საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროშივითარების შესაფასებლადდა რეკომენდაციებს უწევს ხელისუფლებასმიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.მე, როგორც პრემიერ-მინისტრი,ძალ-ღონეს არ დავიშურებიმისათვის, რომ განვახორციელოთ აუცილებელი რეფორმები ევროკავშირისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
მართლაც, გასული კვირის მოვლენები იყო საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ნიშანი, რამაც არა მხოლოდ აღშფოთებაგამოიწვია, არამედ ახალი საქართველოს მომასწავებელიც გახდა.
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის წინ ჩემთვისცნობილი გახდა, რომ გარკვეულმა წრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმას, რომ მეერთმნიშვნელოვნადმხარს ვუჭერდი ყველა უმცირესობის თანასწორუფლებიანობას, სექსუალური უმცირესობების ჩათვლით. თუმცა, მე ისიც განვაცხადე, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეეჩვევა ამ ახალ რეალობას, რომელიც ყველას თანასწორობას გულისხმობს. ეს არ არის ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს ქვეყანაში ათეულობით წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგია,ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მტკივნეულად მიდის დემოკრატიული რეფორმები.
საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლებას ანიჭებსსაქართველოს ყველა მოქალაქეს – განურჩევლად, ხოლო ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თანასწორობის დაცვა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ხელისუფლება კვლავგაუწევს სრულ მხარდაჭერას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მზადდება და რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციასთან გამკლავება. კანონის მიღების შემთხვევაში კი, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთმისი მყისიერი და ეფექტიანი განხორციელებისათვის.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას გამართული დემონსტრაციები ადასტურებს ახალგაზრდა დემოკრატიის არსებობას საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ იმართება არა როგორც პოლიციური სახელმწიფო, არამედროგორც სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დაცვას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომარც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური აზრის გამოხატვა ისე ხელშეწყობილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, და ეს ხდება საპარლამენტო და სამთავრობო არხებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ უფროუნდა გავაძლიეროთ ეს არხები და უკეთესად დავიცვათ ყველა უმცირესობის პოზიცია.
გარდა ამისა, პოლიციის როლი გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის საქმეში. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი პოლიციელების გამბედაობით, პროფესიონალიზმითა და იმ ჯანსაღი დამოკიდებულებით, რომელიც მათ გამოამჟღავნეს 17 მაისს უკიდურესად დაძაბულ და მათ მიმართ აშკარად მტრულ ვითარებაში. ათასობით მძვინვარე დემონსტრანტის გარემოცვაში, რომელთა რაოდენობაც ბევრად აღემატებოდა პოლიციელთა რიცხვს, მათ მიიღეს ლგტბ საზოგადოების მცირერიცხოვანი აქციის მხარდამჭერთა ევაკუაციის გონივრული გადაწყვეტილება და ამით თავიდან იქნა აცილებული გაცილებით მეტი ზიანი.
დემოკრატია საქართველოში დღეს აღარ არის ფასადური. საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ჩვენი ხელისუფლება, რადგან მათნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრება სურთ. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ბევრი რეფორმის განხორციელება, რაც არც ისე იოლი იქნება და,შეიძლება,არც -პოპულარული. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მრჩევლების მხარდაჭერის იმედიამ ცვლილებების განხორციელების საქმეში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის ევროპული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის ერთგული იქნებიან".