ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის სილევიჩი და მარტინ იენსენი იმედოვნებენ, რომ 17 მაისის მოვლენებში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება.
ამის შესახებ იენსენისა და სილევიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც თანამომხსენებლებში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
"ასეთ ძალადობას და სასტიკ შეუწყნარებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ განსაკუთრებით ვწუხვართ ამ ძალადობაში სასულიერო პირების მიერ მონაწილეობის მიღების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაღალი მორალური ავტორიტეტით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის სრული დაცვით დასჯის ამ ყოვლად მიუღებელ ძალადობაში გარეულ ყველა დამნაშავეს", - განაცხადეს თანამომხსენებელმა.
მათივე განცხადებით, ისინი საქართველოში მოვლენების განვითარებას მომავალშიც დააკვირდებიან.