საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ვიდრე ხელისუფლება ონიშჩენკოსთან ბოდიშების მოხდით არის დაკავებული, რუსები თავის საქმეს აკეთებენ".
ასე ეხმაურება გაბაშვილი შიდა ქართლის სოფლებში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებს.
"ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპინენტების დევნით და დაკავებებით, დაკავებულია ონიშჩენკოსთვის ხვეწნით და ბოდიშების მოხდით, რუსები როგორც ჩანს, საქმეს აკეთებენ. როგორც დღეს ინფორმაცია გავრცელდა, კიდევ 300 მეტრით გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. მოდის ინფორმაცია, რომ რუსები ძალიან ენერგიულად არიან დაკავებული სასაზღვრო ე.წ. ზოლის გამაგრებით ოკუპაციის ხაზზე. საქართველოს ხელისუფლებას მართებს რეაქცია აუცილებლად და რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მათი სურვილი არ უნდა იყოს ცალმხრივი. საერთშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდა დასხდნენ და დასვან საკითხი ამ მავთულხლართების გაბმასთან და საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო", - განაცხადა გაბაშვილმა.