ნაციონალები ყველა საოლქო პროკურატურასთან მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ

ნაციონალები ყველა საოლქო პროკურატურასთან მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ

"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო პროკურატურასთან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"პირველი ოქტომბრის შემდეგ პროკურატურა გადაიქცა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტერორის მთავარ იარაღად. დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაპატიმრებას, გამოძიებასა და სასამართლოს შორის არანაირი სამართლებრივი ბმა არ არსებობს, ამიტომ ხვალ, 14.00 საათზე, საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან გაიმართება საპროტესტო აქცია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა სერგო რატიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი სამართალდამცავებმა 21 მაისს დააკავეს, 22 მაისს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასაართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.