თბილისის საქალაქო სასამართლოში შვიდი პოლიციელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იმედა ბენდელიანი.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბენდელიანმა აღნიშნა, რომ პოლიციელების ცემაში იძულებით მონაწილეობდა; 34 პირს დავალებული ჰქონდა პოლიციელის ცემა და თუკი დავალებას არ შეასრულებდნენ, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
ადვოკატების შეკითხვებზე პასუხისას, ბენდელიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ დააწინაურეს და სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე კიდევ ორი მოწმე დაიკითხება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება პოლიტიკური შეხეულებების გამო იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე შვიდი პოლიციელის წამების ორგანიზება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბაჩო ახალაის ოჯახის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებიან.