რუსმა სამხედროებმა დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს

რუსმა სამხედროებმა დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფელი დიცთან, რომელიც გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება , რუსი ფორმიანები სასაზღვრო ნაგებობებს ამ წუთებშიც ამონტაჟებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ. დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ.

საზღვრების გადმოწევის ფაქტს რამდენიმე წუთის წინ შიდა ქართლის გუბერნატორის გამოეხმაურა. ზურაბ ჩხეიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობები, რომ შეჩერდეს მოვლენების ამ ფორმით განვითარება.

"წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ", - აღნიშნა ჩხეიძემ.