თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტა აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , თბილისის აეროპორტში, დუბაი-სტამბოლის რეისის მგზავრი, თურქეთის მოქალაქე ბენჰამ ვ. შემოვიდა.
საბაჟო შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენჰამ ვ-ს არადეკლარირებული უცხოური ვალუტა, 34 600 აშშ დოლარი აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილი თანახმად, თურქეთის მოქალაქეს სანქციის სახით 3000 ლარი შეეფარდა.