შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად ბათუმში, ილია ჭავჭავაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაზე, 1988 წელს დაბადებული გიგა ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული 16,67 გრ ნარკოტიკი 3,67 გრ ,,ჰეროინს“ შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიგა ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).