სანდრო გვირგვლიანის მამა, გურამ გვირგვლიანი მიიჩნევს რომ ქართველ ხალხს ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ვერ მართავს.
"1 ოქტომბერს გამოჩნდა, რომ ქართველ ხალხს ვერც ევროპა მართავს და ვერც ამერიკა. ქართველმა ხალხმა შეიძლება ბევრი მოითმინოს, მაგრამ გადამწყვეტი მომენტში დაიქუხებს. და ეს მოხდა სწორედ 1 ოქტომბერს - ქართველმა ხალხმა დედა უტირა ნაციონალებს!" - აცხადებს გურამ გვირგვლიანი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
გურამ გვირგვლიანის თქმით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში სანდრო გვირგვლიანის საქმის წარმოებაში დიდი როლი ითამაშა. მისი თქმი, გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მათ ადვოკატზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
"სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა სანდრო გვირგვლიანის საქმეზე განაჩენი არ დამდგარიყო. ბოკერია და მისი ცოლი ჩერგოლეიშვილი ჩამოსულები იყვნენ სტრასბურგში და ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ადვოკატზე დავით ჯანდიერზე. მათ სურდათ, რომ ჯანდიერი, რომელიც ფრანგულად შესანიშნავად ლაპარაკობს, მოეხსნათ და მის ნაცვლად გამოსულიყო ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც ფრანგულ და ინგლისურ ენებს არ ფლობს", - აცხადებს გურამ გვირგვლიანი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც ტელეკომპანია "მე-9 არხის" დირექტორის ლუბა ელიაშვილის მეუღლეა, ამჟამად პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატია.