საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"როგორც იქნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ის აწარმოებს აქტიურ კონსულტაციებს, თუმცა თარიღებზე საუბარი ჯერ არ არის", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.