თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მოძრაობა "პატრიოტები" დღეს, ყოფილი პოლიციელების დაპატიმრებას გააპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა.
"შევიკრობოთ და დავგმოთ ჩვენი საამაყო პოლიციელების დაპატიმრება. ვანახოთ ახალ ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ იმ ადამიანების დაპატიმრებას, რომლებმაც აღმოფხვრეს კრიმინალი, აღმოფხვრეს "ქურდული" სამყაროს თარეში და რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.