ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საფრანგეთში ლევილის მამული მოინახულა.
ალექსი პეტრიაშვილმა ლევილის სასაფლაოზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის ნოე ჟორდანიასა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკო.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე ლევილიდან მიულოცა და ქვეყნის გაერთიანება უსურვა.