მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი კანონიკურ საფუძველზე და აფხაზი ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს.
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში ყველანაირად ეხმარება აფხაზეთის მართმადიდებელ მოსახლეობას იქ საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებაში. აფხაზეთში რთული ეკლესიური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, კიდევ გარკვეულ დროს მოითხოვს. აუცილებელი კონსულტაციები ამ საკითხზე მიმდინარეობს. აფხაზეთის ეკლესიის მოწყობის საკითხის დაგაწყვეტა, გრძელვადიან პერსპექტივაში, საეკლესიო კანონების მკაცრად მიდევნების გარეშე შეუძლებელია", - განუცხადეს "ინტერფაქსს" მოსკოვის საპატრიარქოში და დასძინეს, რომ ეს გადაწყვეტილება, შეუძლებელია, თავად აფხაზი ხალხის ნებას არ ითვალისწინებდეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის მის შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართა.