ჯარისკაც მამუკა გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, საქმის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გაავრცელებს.
ჯარისკაც მამუკა გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.