მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე ილჰამ ალიევმა მიულოცა

მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე ილჰამ ალიევმა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიულოცა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს .

"ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანს და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. დღეს ეს ურთიერთობები დინამიკურად და ყველა მხრივ განვითარებულია და სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია",-ნათქვამია ალიევის მილოცვაში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას და საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.