სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს საღამოს გაწვიმდება და ნალექი სავარაუდოდ, ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
"ხვალ დილამდე იწვიმებს და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. ხვალ საღამოს კვლავ გაწვიმდება. 27 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი", - განაცხადა ნიორაძემ.
მისივე თქმით, ივნისის დასაწყისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.