საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, 25 მაისის 23:00-დან 27 მაისის 09:00-მდე თბილისში რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩა, ვარდების მოედანი გადაიკეტება, მიმდებარე ქუჩებსა და მტკვრის ორივე სანაპიროზე კი მოძრაობა შეუზღუდავი იქნება.
26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.