მთავარი პროკურატურის წინ პოლიციელს მანქანა დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება სამართალდამცავს "ოპელის" მარკის ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პოლიციელს თავი და ფეხი აქვს დაშავებული. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის თანამშრომლები დღეს პროკურატურის წინ გამართულ აქციებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.