ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული 4 პირი - სალამ ზაურბეკოვი, მუსა ალიევი, ჯაბრიელ ხაშიევი და დუკვახი დოშუევი სოფელ დუისში დაკრძალეს.
მათ საფლავებს ექსჰუმაცია მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაუტარდა, რის შემდეგადაც ცხედრები თბილისში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულ კიდევ სამ პირს ექსპერტიზა მიმდინარე წლის 8 მაისს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, ცხედრების ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც მონაწილეობდა.