მოსკოვის ცენტრში გეი-აღლუმის 30 მონაწილე დააკავეს.
აქტივისტებმა სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერი აქციის გამართვა სახელმწიფო სათათბიროს სიახლოვეს და მოსკოვის მერიის მოპირდაპირე მხარეს, იური დოლგორუკის ძეგლთან სცადეს. მათ პლაკატები და ცისარტყელის ფერებში დროშები გაშალეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.
ლგბტ-მოძრაობის არასანქცირებული გეი-აღლუმის პარალელურად მატი მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. დაკავებულთა შორის, გეი-აღლუმის მოწინააღმდეგეებიც აღმოჩნდნენ.