მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია შეკრებილი. მათი მობილიზების მიზეზი უწყებასთან დაგეგმილი ორი აქციაა. როგორც ცნობილია, 14.00 საათზე "ეროვნული ფრონტი" აპირებს აქციის გამართვას, ხოლო 15.00 საათზე მოქალაქეთა ერთ ჯფუფს დაანონსებული აქვს აქცია სახელწოდებით - "კანონის უზენაესობა".
აქციის მონაწილეებს უწყებასთან შეკრება ჯერ არ დაუწყიათ. მთავარ პროკურატურასთან მისულია შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური.