ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბაჰაუდინ ალდამოვის, მუსა ალიევის, ჯაბრიელ ხაშიევისა და დუკვახი დოშუევის ცხედრების ექსპერტიზა უკვე დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცხედრების სოფელ დუისში ჩასვენება და დაკრძალვა დღეისთვის არის დაგეგმილი.
სალამ ზაურბეკოვის, მუსა ალიევის, ჯაბრიელ ხაშიევისა და დუკვახი დოშუევის ცხედრები ექსჰუმაცია 16 მაისს განხორციელდა.
გარდა ამისა, 7 მაისს მოხდა ამავე სპეცოპერაციის დროს მოკლული ასლან მარგოშვილის, მუსა ალიევისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრების ექსჰუმაციაც. ისინი დუსის სასაფალაოზე დაახლოებით ორი კვირის წინ დაკრძალეს.
ცხედრების ექსპერტიზაში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც.