დასავლეთ ევროპაში უჩვეულო დიდთოვლობას ებრძვიან. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. საფრანგეთში, პატარა სენ-ბერნარის უღელტეხილზე, იტალიის საზღვართან ახლოს უკვე ერთი თვეა თოვლისგან გზებს ასუფთავებენ. თუმცა, თოვლი გადაღებას არ აპირებს.
დიდი თოვლი მოვიდა პორტუგალიაშიც, სიერა დე ესტრელაში, სადაც მაისში თოვლი ბოლოს 8 წლის წინ ნახეს.
ესპანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბურგოსში კი ამინდის ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაეცა. ნორმაზე 4-5 გრადუსით დაბალია ტემპერატურა საფრანგეთში, სადაც მოსახლეობას კვლავ გამათბობლები აქვთ ჩართული.