საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად თბილისში, პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. უკვე აწყობილია სცენა, რომლის ცენტრშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ბილბორდია დამონტაჟებული.
სცენა თეთრი ფერისაა და იქ, ესკიზის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო დროშებიც დამონტაჟდება. მეორე სცენა კლასიკური გიმნაზიის წინ არის მოწყობილი.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორტიაზე რამდენიმე ათეული პოლიციელიც იმყოფება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება.