ოპერის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მგზავრების მოსაცდელი და ელექტრო ტაბლო დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე "თბილისის ავტობუსის" წარმომადგენლები იმყოფებიან, თუმცა ვერ აკონკრეტებენ როდის მოხდა აღნიშნული ინციდენტი.
ოპერასთან სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ, რომლებსაც ყვითელი ლენტით აქვთ მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული.