საფრანგეთის ხელისუფლებამ მალიდან ჯარების გამოყვანის პირველი მასშტაბური ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მალის დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე ფრანგული ბაზა 80 სატვირთო მანქანისგან შემდგარმა კოლონამ დატოვა და კოტ დივუარისკენ გაემართა.
საფრანგეთმა, რომელსაც მალიში 4 ათასი სამხედრო ჰყავდა დისლოცირებული, სამხედროების ნაწილის გამოყვანა აპრილში დაიწყო ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის დაპირებისამებრ.
მალიდან საფრანგეთის ჯარების სრულად გამოყვანის შემდეგ, ქვეყანაში წესრიგს მალის ჯარები და გაერო-ს მშვიდობისმყოფელები დაამყარებენ.