14 სექტემბერს, პრეზიდენტის სტუმრობა რუსთაველი ჯავახიშვილების ოჯახში მთელმა საქართველომ იხილა. ასლარიანი პენსია საკააშვილმა პენსიონერ რუსათველ ცოლ-ქმარს მაშინ პირადად მიუტანა.
ამ დღეს იმის გარდა, თუ როგორ თბილად მიიღეს პრეზიდენტი, საზოგადოებამ სხვა საინტერესო ამბავიც გაიგო.
„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პროექტზე, რომელიც ასობით რუსთველს დაასაქმებს. წლის ბოლომდე, რუსთავში აზოტის ახალი საწარმო აშენდება”- უთხრა რუსთაველ მასპინძლებს სააკაშვილმა და, ცხადია, ჯავაიშვილებისგანაც შექებამ არ დააყოვნა.
ამ დღიდან დაწყებული, რუსთაველებს აინტერესებთ, სად და ვინ აპირებს, ან უკვე აშენებს აზოტის ახალ საწარმოს. რადგან პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გარკვეული სამუშაობი უკვე მიმდინარეობს.
თუ საწარმო, თან – ქიმიური, შენდება, წესით, მშენებლობა სადმე გარეუბანში უნდა მიმდინარეობდეს.
ჩვენ ქალაქის გარეუბნებში მასშტაბურ მშენებლობას ვერ ვპულობთ. ან ცუდად ვეძებთ, ან ვიღაცამ ძალიან დიდი ტყუილი თქვა...
„უიმე!!!“ – ასეთი იყო კახას პირველი კომენტარი. თქვენს თემასთან დაკავშირებით. საკრებულოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აზოტის ახალი ქარხსნის მშენებლობაზე არც სმენია. ასეთი რამ ქალაქში ნამდვილად არ ხდება“ – გადმოგვცა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის, კახა გურგენიძის კომენტარი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა.
ინფორმაციის გადამოწმება ქვემო ქართლის გუბერნატორთან, დავით კირკიტაძესთან ვცადეთ.
„მე ვესაუბრე ბ-ნ დავითს და ის გიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას. ნამდვილად მიდის მუშაობა აზოტის ახალი საწარმოს საკითხზე. შესაბამისად, ცხადია, ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებაც სავსებით რეალურია. გვყავს დაინტერესებული ინვესტორიც. ამ ეტაპზე ხდება გარკვეული საკითხების დაზუსტება. ჩვენ არ ვიცით, სურთ, თუ არა მათ მედიაში გამოჩენა. ცხადია, თუ ეს საკითხი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს - მზად ვართ, ინფორმაცია უპრობლემოდ მოგაწოდოთ” – გვიხსნის სატელეფონო საუბარში, სამხარეო ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნატა ციცვიძე.
ქვემო ქართლში მართლაც ბევრის მნახველი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მმართველ გუნდში აზრთა ასეთი სხვადასხვაობა პირველად გამოიკვეთა.
დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ რუსთავში აზოტის ახალ ქარხანას არ უნდა ველოდოთ. დღეს ამისი არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს.
პრეზიდენტმა მოგვატყუა. გუბერნატორმა, თავს უფლება არ მისცა სააკაშვილი მატყუარად გამოეყვანა. ხოლო რუსთავის საკრებულოს თავჯდომარემ, ალბათ – დაუფიქრებლად, სააკაშვილი ტყუილში პირდაპირ ამხილა.