"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"სააკაშვილი ალბათ დუმს იმიტომ, რომ ივანიშვილს ყველაზე ძლიერ ოპონენტად მიიჩნევს და სავარაუდოა, არ უნდა თავისი "ყურადღებით", თავისი დაპირისპირებით, თავისი შეფასებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს. სავარაუდოა ისიც, რომ არ აქვს შემუშავებული მთლიანი სტრატეგია, რომელიშიც მისი კონკრეტული განცხადებები ჩაისმებოდა - სპონტანური რეაქციის მიცემა, ისეთის, როგორის უმრავლესობიდან ბევრმა მისცა, ალბათ არ სურს და ეს მისასალმებელია", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საყვარელიძე: რუსული კარტის გათამაშებით მოგებული ისევ ივანიშვილი დარჩება.
"სააკაშვილი ეტყობა კმაყოფილი არ არის დღეს არსებული "წართმევის" - იგივე მოქალაქეობისა თუ ფულის წართმევის სტრატეგიით, ხვდება, რომ ეს წამგებიანი გამოდგა და სანამ უფრო მომგებიან სტრატეგიას არ იპოვის, ეცდება თავი აარიდოს შეფასებებს. სააკაშვილის დღევანდელი სიჩუმე იმის აღიარებაა, რომ ივანიშვილი იმ წონით კატეგორიაშია, რომელშიც თავადაა. ვეჭვობ, რომ "წართმევის" სტრატეგია დაგეგმილი იყო - უმრავლესობას ამის დრო არ ჰქონდა. მეორეც, ეს რომ გააზრებული ყოფილიყო, უმრავლესობისთვის წამგებიანი იყო ეს ნაბიჯები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად უმრავლესობა თავის უფროსობასთან ქულების დაწერაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მათი პოლიტიკისთვის საჭირო რამე რეალურ შედეგზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"პატრიარქის განცხადებაზე რამდენიმე გამოხმაურება ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებიდან უკვე იყო, ამას პლუს საერთო რეაქციაც, რაც ამჟამად უკვე სახეზე გვაქვს არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ჩქარობდეს პატრიარქის მიმართ რამე მძიმე რეაქციის მიცემას. ეს ბუნებრივიცაა - სტრატეგია დამუშავებული არ არის, თანაც ან ეტაპზე სახიფათოს ბევრს ხედავენ - გამორიცხული არ არის, შეცდომამ ხიფათი მოიტანოს. თუ დავაკვირდებით, უმრავლესობის რეაქცია ბოლო ხანებში უფრო ფრთხილი გახდა და არ ველოდები იმას, რომ ბრძოლა გამოცხადდეს როგორც პატრიარქის, ისე ინტელიგენციის იმ ნაწილის მიმართ, რომლებმაც ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მიმართ საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატეს. ველოდები, რომ სპონტანური ნაბიჯები ნაკლები იქნება. უმრავლესობას პოლიტიკური ბრძოლის კარგი გამოცდილება ავქს - ეს გარინდებაც ფიქრის ნიშანია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბრალდებით, რომ ივანიშვილი "რუსული პროექტია" მოგებული უფრო ივანიშვილი დარჩება. მისი ფიგურა რუსეთთან ურთიერთობას მეტ პერსპექტივას სძენს და ამის გამო ბევრი მისცემს კიდეც ხმას და ამ თემის ტრიალის შედეგი სწორედ ეს იქნება, რადგან მოსახლეობაში, უფრო რეგიონებში ძალიან ბევრგან ერთი და იგივე აზრი ფიგურირებს: გაიხსნას რუსული ბაზარი, მათი კეთილდღეობა დიდად იყო დამოკიდებული ამ ბაზარზე, მანდარინი, ღვინო და ა.შ. იქ საღდებოდა და ეს "ნოსტალგია" რუსეთზე არავითარ იდეოლოგიას არ გულისხმობს - შეიძლება ითქვას, ეს მხოლოდ "ეკონომიკური ნოსტალგიაა". ხელისუფლების მხრიდან რუსული თემით კრიტიკამ შეიძლება ბუმერანგის ეფექტი გამოიღოს", - მიიჩნევს პოლიტილოგი.
"მიჩნეული იყო, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ნაჩქარევი იყო, თუ მოქალაქეობის საკითხი იყო გადაუწყვეტელი, კრიტიკული შეფასება ჰქონდა მედიაზე შეტევას, ოპოზიციაში დემარკაციის ხაზს აკრიტიკებდნენ "მემარჯვენეები"... მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დემარკაცია პოლიტიკური მიზნებით გაკეთებული მოძრაობა იყო - მკაფიოდ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. ამიტომ ამაში შეცდომას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მოქალაქეობას, არ გამოვრიცხავ იმას, რომ პოლიტიკური ეშმაკობა და ნაღმი იყოს ამ შეცდომაში ჩადებული, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა, რომ ხელისუფლება ამ ნაღმებზე აფეთქებულიყო და როგორც მოსახლეობა, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა ამ საკითხში დაპირისპირებოდა სააკაშვილს. ეს თუ ჩანაფიქრია, მაშინ ჭკვიანურია და ამას შედეგი გვიჩვენებს", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
"ივანიშვილმა პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრი შემოიარა და მხოლოდ ბურჯანაძე დარჩა - ალასანიამაც კატეგორიულად განაცხადა და ადრეც იყო მსგავსი მომენტი, როცა რესპუბლიკელებს ჰქონდათ მერაბიშვილის ხსენებაზე მძაფრი რეაქცია. ასე რომ, პოზიციებში ასეთი გასვლები იქნება. ის რომ ივანიშვილს მთელი პოლიტიკური სპექტრის რამე სახით ერთ კოორდინატთა სისტემაში სურს მოქცევა, გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს პოლიტიკურ პარტიას არ ნიშნავს... არ ვთვლი, რომ ივანიშვილთან პარტიები დიდი ფულის გამო მივიდნენ. მიზეზი დიდი ავტორიტეტია. ავტორიტეტი არის იმაზე დამყარებული, რომ ის ფულს იხდის, მაგრამ არა პარტიებს უხდის ამ ფულს - არამედ სამებაში გადაიხადა, ინტელიგენციას აფინანსებდა და ა.შ. შინაარსსაც ხომ აქვს მნიშვნელობა და აი, ამ ავტორიტეტის გამო მივიდნენ", - დასძენს საყვარელიძე და შეკითხვას. - "ამბობთ, რომ ივანიშვილის გარშემო ახალ სახეებს არ ველოდებიო. პოლიტიკაში დღეს არსებული ფიგურებიდან ცნობადი სახეები თუ შეიძლება შეემატოს ივანიშვილის გუნდს?" - პასუხობს:
"25- მოსალოდნელია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაფიქსირდება და ასეთი მოვლენები იქნება, ბევრი არა, მაგრამ იქნება... 25 ნოემბერს არასამთვრობოების მიმხრობა უფრო დაფიქსირდება, ვიდრე პოლიტიკური სახეების".
846
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85