მარგარიტა ანთიძე, "როიტერი"
თბილისი (Reuters) – საქართველოს სეპარატისტული რეგიონი სამხრეთ ოსეთი კვირას საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. ეს არჩევნები პირველია საქართველოსთან ომის მერე, რომელიც სამი წლის წინ მოხდა. ამ ომის შემდეგ რუსეთმა ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
ამომრჩევლები ამ პატარა მთიან რეგიონში, მოსახლეობით 30,000 ადამიანი, 11 კანდიდატს შორის ირჩევენ ადამიანს, რომელმაც უნდა შეცვალოს ედუარდ კოკოითი, ყოფილი ჩემპიონი ჭიდაობაში. მას მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას ამ თვის ბოლოს დაიკავებს.
საქართველო აცხადებს, რომ არჩევნები უკანონოა და მოსკოვს მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებაში სდებს ბრალს. რუსეთმა აქ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით სამხედრო განათავსა.
რუსეთის გარდა, მოხლოდ სამხრეთ ამერიკის ორი ქვეყანა და წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფო აღიარებენ არჩევნებში გამარჯვებულს.
დასავლური მთავრობები გმობენ მოსკოვს იმისთვის, რომ მან არ გამოიყვანა ჯარი 2008 წლის საზავო შეთანხმების პირობების თანახმად და არჩევნებს განიხილავენ, როგორც დაძაბულობის ნიშანს მოსკოვსა და საქართველოს შორის სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანს მარშრუტს ნავთობისა და აირისათვის კასპიის ზღვიდან.
„ამ ე.წ. არჩევნებს არა აქვს არავითარი პოლიტიკური და კანონიერი მნიშვნელობა, რადგან მათ ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება მათ არ ცნობს,“ განაცახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანადაძემ.
სანდო სოციოლოგიური გამოკითხვების რაოდენობა ცოტაა, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, ლიდერობა 41 წლის ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის. მას კოკოითის მთავრობაში საგანგებო შემთხვევათა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
რუსი პარლამენტარების აშკარა მხარდაჭერა
ბიბილოვს ღიად უჭერეს მხარს რამდენიმე რუსი პარლამენტარი და მეზობელი რუსული პროვინციის, ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი, თეიმურაზ მამსუროვი.
ყველა კანდიდატი იზიარებს პრო-რუსულ განწყობებს და ანტი-ქართულ პოზიციას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნების შედეგებმა ზეგავლენა იქონიოს სამხრეთ ოსეთის ღრმა დამოკიდებულებაზე რუსეთის ეკონომიკაზე, როგორც მის საარსებო წყაროზე და სამხედრო მფარველზე.
მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ კოკოითი აღარ სარგებლობს კრემლის კეთილგანწყობით იმის გამო, რომ მან გაფლანფა რეგიონის აღდგენისათვის გამოყოფილი რუსული სახსრები.
რეკონსტრუქცია შეფერხდა და მთავარი ქალაქი ცხინვალი დღემდე ნანგრევებშია.
„ეს არჩევნები ყველაზე ბინძურია სამხრეთ ოსეთის ისტორიაში,“ წერდა რუსული ყოველდღიური გაზეთი „კომერსანტი“ არჩევნების წინ, „იმის თქმაც კი, რომ ქუჩაში მუხლებამდე ტალახში ეფლობი, სიტუაციას ვერ აღწერს.“
ამომრჩევლებს იმასაც ეკითხებიან, უნდათ თუ არა რომ რუსული, ოსურის შემდეგ მეორე სახელმწიფო ენად იქცეს.
მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და კიდევ ერთი ქართული, მეამბოხე რეგიონი, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში გაანადგურა ქართული თავდასხმა, რომლის მიზანიც იყო, მზარდი დაძაბულობის შემდეგ, აღედგინა საქართველოს კონტროლი მეამბოხე რეგიონებზე,
ისევე როგორც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთიც საქართველოს კონტროლიდან 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გამოვიდა.
foreignpress.ge
695
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85