"ვანო მერაბიშვილი ჯარში მოსკოვში, კავშირგაბმულობის დახურულ ნაწილში მსახურობდა"

უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ჯარში მოსკოვში, კავშირგაბმულობის დახურულ ნაწილში მსახურობდა.

როგორც ხაბურძანიამ დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადა, კომუნისტების პერიოდში აღნიშნულ ნაწილში მოხვედრა, სპეცსამსახურებთან კავშირების გარეშე, საკმაოდ რთული იყო.

"ეს კავშირები მუდმივია ხოლმე. არ არსებობს ყოფილი "კაგებეშნიკი", არ არსებობს ყოფილი კაგებეს აგენტი. ვანო მერაბიშვილმა რამდენად შეინარჩუნა ეს ურთიერთობა, ეს თქვენი განსასჯელია. მე ფაქტი დავასახელე და ამას ალბათ, არც მერაბიშვილი უარყოფს, რომ ნამდვილად მსახურობდა დახურულ ნაწილში", - აღნიშნა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა.