პროდიუსერი, შაკო ჩაჩანიძე ნაძალადევში, “ლელოსა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება.
ჩაჩანიძე „ლელო-ძლიერ საქართველოს“ თაღლითების პარტიას უწოდებს და კვერცხების სროლის ფაქტს „უნიჭო სპექტაკლად“ მოიხსენიებს.
„ბიჭოოო, ეს მართლა თაღლითების პარტია. ეს რა უნიჭო სპეკტაკლი დადგეს ამ ფარჩაკებმა, ბანერი რომ ჰქონდათ თან წინასწარ მომზადებული ამ საცოდავებს“,- წერს შაკო ჩაჩანიძე.