აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორისთვის, ჯეიმს კომისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.
„კანონზე მაღლა არავინ დგას. დღევანდელი ბრალდება ასახავს იუსტიციის დეპარტამენტის ერთგულებას, რომ პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და შეცდომაში შეჰყავს ამერიკელი ხალხი. ჩვენ ამ საქმეში ფაქტებს გავყვებით“, - აღნიშნა პემ ბონდიმ.