ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დამხობისკენ მოწოდებებს.
კალაძის თქმით, მათი განცხადებები არავის აინტერესებს.
„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ“, - აღნიშნა კალაძემ.