ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის განცხადებით,"არც დონაძე და არც ფირცხალავა დაუსჯელები არ დარჩებიან".
ამის შესახებ რობაქიძემ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ამერიკიდან ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი ჩამოსულია.
"ფირცხალავას და დონაძის განცხადებებით დავიღალე, არც არიან პასუხის გაცემის ღირსი, უნდა ილაპარაკონ ვიდრე გული არ წაუვათ. მე ვიცი, რომ საერთოდ არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ და საერთოდ ირაკლი ფირცხალავა ისეთი კაცია, რომელსაც ენა უსწრებს გონებაზე ადრე. მოიტანოს ის დოკუმენტები, როგორი დასკვნებია გაკეთებული. თუ ვინმე ენდობა დონაძის მიერ გაგზავნილ ექსპერტიზას არ ვიცი, მე ვენდობი იმ დასკვნას, რომელიც ჩვენი პროკურატურის მიერაა გაგზავნილი და დაახლოებით ორ კვირაში ჩამოვა ალბათ. ასე მეც გავგზავნი ექსპერტიზაზე, ავიყვან დამოუკიდებელ ექსპერტს და ვიტყვი, აი, ესეთი პასუხი ჩამოვიდა”- განაცხადა რობაქიძემ.