პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს პლენარული სხდომა, რამდენიმე კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით შეუდგება მუშაობას.
ვეტო დადებული კანონპროექტები და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებები განხილვის საგანი გახდება დეპუტატთა განცხადებების პროცედურის დასრულებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილმა ვეტო "საერთო სასამართლოების შესახებ" პაკეტს და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს დაადო.