მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 11:30 საათისთვის მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, სადაც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად გადაკეტილი იყო მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩიდან ვახუშტის ხიდამდე;
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, დაზიანებული ავტომობილები კი, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა აღდგენილია.