ვენესუელას პარლამენტში, ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების განხილვას, დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
ოპოზიციონერთა გაღიზიანება პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც უარი თქვა მათთვის სიტყვის მიცემის უფლებაზე, ვიდრე ოპოზიცია არ აღიარებდა ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ინციდენტის შედეგად შვიდი დეპუტატი დაშავდა.
"ჩვენ არ დავნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა ვენესუელელებს მომავალი მივცეთ. ჩვენ წინ, გამარჯვებისკენ მივიწევთ და სწორედ ამიტომ ხელისუფლება ძალადობას მიმართავს", - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ხულიო ბორხესმა.
14 აპრილს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურომ ხმების 1,5%-ით გადაუსწრო უმთავრეს კონკურენტს, ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესს. ოპოზიციამ ხელისუფლება ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა და არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. თუმცა, ხელისუფლებისგან უარი მიიღო.