ალექსანდრე ისკანდერიანი:    სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ დიდი მეზობელი ქვეყნების აზრი

ალექსანდრე ისკანდერიანი: სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ დიდი მეზობელი ქვეყნების აზრი

2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა რა დაემართებათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომლებიც ეცდებიან დიდი მეზობლებისგან იზოლირებას , - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "როუზ-როსის" სემინარის მესამე დღეს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, სომხეთის წამომადგენელმა, პოლიტოლოგმა ალექსანდერ ისკანდერიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძალაუნებურად, სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ისეთი დიდი მეზობელი ქვეყნების აზრი, როგორიც არის რუსეთი, ირანი ან თურქეთი.

"2008 წელმა აჩვენა რა იქნება თუ რომელიმე ქვეყანა ეცდება იზოლირებას ამ ძალებიდან", - განაცხადა ისკანდერიანმა. რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთის როლს რეგიონში, ისკანდერიანი აცხადებს, რომ რუსეთი დიდ როლს თამაშობს რეგიონში და მისგან იზოლირებას ვერავინ მოახდენს.

"წარმოიდგინეთ პატარა ჭურჭლის დუქანში შეხვიდე და სპილოს ზურგი შეაქციო", - განაცხადა ისკანდერიანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი, საიდანაც რუსეთი იქნებოდა გამორიცხული ეს ფორმატი კარგად ვერ იმუშავებდა.