ოსური მხარე დაკავებულ ქართველებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცხინვალთან ახლომდებარე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებლებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფულად ჯარიმებს დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები ან ცხინვალში მცხოვრები მათი ნათესავები იხდიან. ჯარიმის რაოდენობა დაახლოებით 2 000 რუსულ რუბლს შეადგენს.
"ინტერპრესნიუსის" წყარო ირწმუნება, რომ თანხა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტში ირიცხება.
ამასთან, აპრილის თვეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-მდე მოქალაქე გათავისუფლდა. მათი მიმართ წაყენებული ბრალდება იყო "საზღვრის უკანონო გადაკვეთა".