თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული კონსტანტინე ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ,,გოლდსტარ 2002“ და ,,ნაგანი“-ს ტიპის უნომრო რევოლვერი ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).