ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა შპს "სინათლის ქალაქიდან" შესამოწმებლად დოკუმენტაცია წაიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ს დირექტორმა, ნიკა ტოგონიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, შპს-ში შემოსავლების სამსახურიც მუშაობს, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს. ასევე, "სინათლის ქალაქის" საწყობების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს.
შპს "სინათლის ქალაქი" საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების შესვლის გამო გუშინ დილიდან პარალიზებული იყო.