სახალხო დამცველი იმედოვნებს, შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთნ დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საჭიროა .
ომბუდსმენის განმარტებით, გამოძიება ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ხორციელდება და თავიდანვე ეს გამოძიება მთავარი პროკურატურის მიერ უნდა დაწყებულიყო.
"როგორც მოსალოდნელი იყო სწორედ ლაფანყურის თემა და სწორედ გახმაურებული საქმეები იყო ყველაზე აქტუალური, იყო ძალიან ბევრი კითხვა. ჯერ მხოლოდ და მხოლოდ არის განხილვა, ანგარიშში საუბარია ძირითად პრობლემებზე. უმცირესობის წევრები როდესაც ამბობენ, რომ ლაფანყურის საქმე სახალხო დამცველის მხრიდან არის პოლიტიზებული, უნდა ვთქვა, რომ აქ არის საუბარი კონკრეტული დარღვევების ფაქტებზე, საუბარია ადამიანის დაღუპვის ფაქტებზე და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ამ ანგარიშში ისაუბრებდა ამ დარღვევის ფაქტებზე", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.