"საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ დაძლევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ვეტოს პარლამენტი ისევე წარმატებით დაძლევს, როგორც ეს "ამნისტიის შესახებ" კანონთან დაკავშირებით იყო.
"ეს ცვლილებები არის საშუალება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და გაჯანსაღდეს სიტუაცია საერთო სასამართლოებში. პირველ რიგში საჭიროა ძალიან სწრაფად ამ კანონის ძალაში შესვლა, რასაც ხელს სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ვეტოთი უშლის, მაგრამ უმრავლესობას ნამდვილად გააჩნია იმის რესურსი, რომ იმსჯელოს ამ შენიშვნებზე და შესაბამისად დაძლეულ იქნას აღნიშნული ვეტო", - აღნიშნა კობახიძემ.
იურიდიული კომიტეტი და ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს პრეზიდენტის შენიშვნებს და შესაბამის დასკვნებს მოამზადებენ, ხოლო ხვალინდელი ბიურო იმსჯელებს უკვე ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე.