თბილისში ხანძარს 50 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

თბილისში ხანძარს 50 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

თბილისში, მარჯანიშვილის #29-ში ხანძარს 50 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ძველი თბილისის რაიონის საგანგებო სამსახურის უფროსმა , კობა ჯოხაძემ განუცხადა, გარდაცვლილი ქალბატონი მწოლიარე ავადმყოფი იყო.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე ერთ ოთახში გაჩნდა და 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს